საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა გაიხსნა

საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა გაიხსნა

საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც იფუნქციონირებს ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი.

ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა. 

აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, პარალელურად მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, რის გამოც შეუძლბელი გახდა სკოლის აღნიშნულ შენობაში ფუქციონირება. სამუსიკო და სამხატვრო სკოლის აღსაზღდელებს წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში უწვედათ სიარული. 

საჩხერეში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა აღნიშნული სკოლის მშენებლობაა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები