მამუკა მდინარაძე: ბატონი ბიძინას მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია

მამუკა მდინარაძე: ბატონი ბიძინას მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია

„ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინას მხარდაჭერა. ეს აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებისგან დისტანცირება მოახდინა, რადგან საზოგადოებაში, ჟურნალისტებში ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო.

„ბიძნა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და აღარ გავაგრძელებ საუბარს მისი ხელმძღვანელობით რა მოხდა 2012 წელს, როგორი მხარდაჭერა იყო მისი და როგორი განმსაზღვრელი იყო ეს ყველაფერი ყველა მომდევნო არჩევნების განმავლობაში, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა დისტანცირება არჩია.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის ახორციელებს ძალიან წარმატებულ საქმიანობას , რომელსაც ებრძვიან , მათ შორის საქველმოქმედო საქმიანობას, ინვესტიციების ჩადებას კონკრეტულ ადგილებში, პროექტებში რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ადგება. ბუნებრივია მისი ფაქტორი ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ არის შემდგარი პარტია, რაც ამ ადამიანმა უზრუნველყო და ახლა ცდილობს დისტანცირება მოახდნოს ამ მოვლენებისგან, გამომდინარე იქიდან , რომ კითხვები დაისვას ნაკლები და პარტიამ თავისი დამატებითი არგუმენტების გარეშე შეძლოს მომავალი წარმატებების უზრუნველყოფა. ამის გარანტია უკვე არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ არჩევნებში დამატებით წარმატებას მივაღწიეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები