გია ვოლსკი: თამაზ მეჭიაური დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია

გია ვოლსკი: თამაზ მეჭიაური დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია
24 / 10 / 2017 15:25

"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, თიანეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღცევნების შედეგების მიხედვით, აშკარა უპირატესობა "ოცნების" კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს აქვს. ამის შესახებ მეჭიაურმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"არ დაგვავიწყდეს, რომ თიანეთში დაძაბული ფონი შეიქმნა იმიტომ, რომ აქ აშკარა უპირატესობა ჩვენს კანდიდატს ქალბატონ ლელას აქვს, რომელსაც კარგად ვიცნობ. უპირატესობა გამოვეთილი არ იყო და თუკი რაიმე სხვა სამართლებრივი გამართლება არ აქვს საია-ს პოზიციას, ვფიქრობ, მხოლოდ ემოციის, ეჭვის და განწყობის ნიადაგზე არ უნდა ვიმსჯელოთ. მე არც თამაზ მეჭიაურზე მაქვს უარყოფითი შეხედულება. ვიცი, რომ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია. ჩვენ მას ხმამაღალი განცხადებებით ვიცნობთ, მაგრამ აქვს საქმიანი თვისებები საკმაოდ ბევრი",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთის, "ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გადაასწრო.

თამაზ მეჭიაურს, რომელიც ადრე სწორედ ''ქართული ოცნების'' წევრი იყო, 3077 ხმა აქვს, რაც ხმების 49,97 %-ს შეადგენს, ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატს - 3081 და შესაბამისად, 50, 03 %.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს იგებდა. მას ხმების 50.01% ჰქონდა.

როგორც მეჭიაურმა "აიპრესს" განუცხადა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ უბანში, სადაც ბიულეტენები გაბათილებულად სცნეს, საუბნო კომისიამ თავიდან დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ის მისი კონკურენტის, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის მხარდამჭერი იყო.

თამაზ მეჭიაურის თქმით, აღნიშნული ბიულეტენების თავიდან დათვლის პროცესს, მისი წარმომადგნლები არ დაასწრეს.

"მოგეხსენებათ, ეს გადათვლა ჩატარდა სამჯერ, 13 კაცის მიერ და ახლა წარმოიდგინეთ რამდენად ცინიკურია კომისიის თავმჯდომარის განცხადება, როცა იტყვის, რომ შეცდომის დაშვების უფლება ჩვენც გვაქვსო. 13 კაცს ერთდროულად როგორ შეიძლებოდა შეშლოდა, 3ჯერ გადათვლის დროს ბიულეტინების ვარგისიანობა?!

ეს პირდაპირ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს არის დანაშაული და არა უბრალოდ გადაცდომა, რომელმაც აბსოლუტურად იქონია გავლენა შედეგზე, ფაქტობრივად მათ უნდათ, მიიტაცონ 4 წლით მმართველობა სრულიად დაუმსახურებლად.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება