ბესელია: ეთიკის კოდექსის პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენ თავს მაღალი სტანდარტი უნდა დავუწესოთ

ბესელია: ეთიკის კოდექსის პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენ თავს მაღალი სტანდარტი უნდა დავუწესოთ
24 / 10 / 2017 15:39

პარლამენტში ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეთიკის კოდექსის პროექტზე მუშაობა.
დეპუტატის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატების მხრიდან არაეთიკური მიმართვის მომსწრე ხშირად ყოფილა.

"ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს მალე, რაც გაზრდის პარლამენტის წევრების ერთმანეთის მიმართ ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. გაიზრდება პარლამენტის ანგარიშვალდებულებაც, რადგან პარლამენტის წევრს აქვს ძალიან მაღალი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, წინა პარლამენტში ძალიან ხშირად ვყოფილვარ მომსწრეც და თავდასხმის ქვეშაც არაეთიკური ფორმებით მიმართვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სტანდარტი იყოს პარლამენტში, ამიტომ, მომხრე ვარ, ეთიკის კოდექსი იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, დავუწესოთ ჩვენ თავს ყველაზე მაღალი სტანდარტი. პარლამენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, პოლიტიკურ სივრცეში ურთიერთობის, მოქმედების, მიმართვის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის, ეს სტანდარტი ჩვენ უნდა დავაწესოთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება