ვოლსკი: როცა ვლაპარაკობ, არ შეიძლება პარალელურ რეჟიმში ყვირილი

ვოლსკი: როცა ვლაპარაკობ, არ შეიძლება პარალელურ რეჟიმში ყვირილი

"როდესაც ვახსენე სიტყვა „გოგო“, არ ვგულისხმობდი გენდერულ, ვგულისხმობდი ქცევის მანერას, დამოკიდებულებას კოლეგის მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკიმ ეს განცხადება გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ის სალომე სამადაშვილისთვის „გოგოს“ წოდების გამო, ეთიკის ნორმის დარღვევაში დაადანაშაულეს.

"როცა ვლაპარაკობ, არ შეიძლება მაღალ ხმაზე, ყვირილით პარალელურ რეჟიმში ლაპარაკი, როდესაც რეგლამენტით კოლეგას აქვს გარკვეული დრო კომენტარისთვის. ეს „გოგოც“ სწორედ ამ ქცევის მანერას ახასიათებს, რომელიც პატარა ბავშვებისთვის არის უფრო დამახასიათებელი. მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ასე იქცევი, შეიძლება გითხრას ადამიანმა, მიგითითოს ქცევის გარკვეულ ფორმაზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დღესვე იყო საუბარი, "ქცევის კოდექსის“ დროულ მიღებაზე. როგორც უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, „ქცევის კოდექსის“ პროექტის შემუშავების პროცესში არიან.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები