გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის განხილვისას დარბაზი შეკვეთილად აგრესიული იყო

გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის განხილვისას დარბაზი შეკვეთილად აგრესიული იყო

"არ შეიძლება საკონსტიტუციო კომისიაში შეხვიდე წინაპირობების გარეშე. როდესაც დატოვეს კომისია, ალბათ იფიქრეს რომ არ უნდა შესულიყვნენ კომისიაში კონსესუსური წინაპირობების გარეშე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მე რომ შევსულიყავი კომისიაში ხელს მოვაწერდი იმ თამაშის წესებით თამაშს, რაც შემდეგ მოხდა. მე ეს პროცესი, კონსტიტუციის განხილვა გავიტანე საზოგადოებაში. ეს მე მომწონს, რაც საზოგადოების ფუნდამენტია. მე იმ პროცესშიც ჩავერთე, როდესაც "ოცნებამ" დაიწყო განხილვა, ეს იოლი არ იყო, რადგან ძალიან ხშირად დარბაზი შეკვეთილად აგრესიული იყო, მაგრამ მე მათი აზრიც მაინტერესებდა. შეკვეთილად აგრესიული ნიშნავს, რომ სპეციალური გამოსვლებია, სპეციალურად შენს წინააღმდეგ ადმინისტრაციული რესუსრსის მეშვეობით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ოპოზიციის შეხედულებებთან უფრო ახლოს დგას? - პასუხობს, რომ გადადით შემდეგ სერიაში და ნახავთ. მანვე კონსტიტუციისთვის ხელმოწერაზეც ისაუბრა:

"თუ ჩვენ ვემსახურებით კანონს კონსტიტუციაზე ყველაზე ლეგიტიმური პირის მიერ კონსტიტუციაზე ხელის არმოწერა იდენტური იქნებოდა იმის თქმისა, რომ "იცით რა, ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო ამ კონსტიტუციას მე ლეგიტიმაციას არ ვაძლევ. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გინდა დაემორჩილეთ კანონს და გინდათ ნუ დაემორჩილებით". ამაში საშიშროებებს ვხედავდი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, რომ საქართველომ ვერ მოახერხა ყველაზე მთავრი დოკუმენტის მიღება ისე, რომ ქვეყნის პრეზიდენტს მისთვის ხელი მოეწერა. ეს ხემბი ნამდვილად იქნებოდა. ქვეყნის შიგნით კი დესტრუქციულ ძალებს თუ მოუნდებოდათ კანონის გარეთ გასვლა, კონსტიტუციაზე ხელის არმოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი ჩემი მხრიდან, რომ ამ ქვეყანაში მთავარი სტაბილურობის დოკუმენტი არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები