გიორგი მარგველაშვილი: მმართველი პარტიების პათეტიკაა - "ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ"

გიორგი მარგველაშვილი: მმართველი პარტიების პათეტიკაა - "ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ"

„მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით მოგო. ეს მმართველი პარტიისთვის მისალოცია, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ყველა ძირითადი ბერკეტი ერთი პარტიის ხელშია, იქ ეფექტურ დემოკრატიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ისმება.

„შეიძლება კი ქვეყანაში სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, არ დავსვათ კითხვა ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მანამდეც მმართველი პარტიის ძირითადი პათეტიკა, რომელიც მდგომაროებდა იმაში, რომ ჩვენ აქ გვაერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე სინდისიერები, დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? „ოცნებაც“ ამ როლშია სამწუხაროდ, თქვენ შეგძლიათ ნახოთ „ქართული ოცნების“ განცხადებები. ბუნება მრავალფეროვანია, თავისუფალი საზოგადოების ნების გამოვლენა ყოველთვის მრავალფეროვანია და იმისთვის, რომ ეს მრავალფეროვნად განხორციელდეს, შენ უნდა შექმნა ამისთვის შესაბამისი პირობები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები