დოლიძე:ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთში მანდარინის "გრუზავიკებით" გატანა აღარაა შემოსავლის წყარო

დოლიძე:ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთში მანდარინის "გრუზავიკებით" გატანა აღარაა შემოსავლის წყარო

"ჩემი ამ უწყებაში მოსვლამდეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული ევროინტეგრაციისკენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დავით ბაქრაძემ ევროპის პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო. ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა იმ პერიოდში, მერე მოჰყვა ამას ვიზის კამპანია, პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი და ახლა მესამე ეტაპზე ვართ გადასული, არ გავჩერებულვართ პრაქტიკულად." - აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ევროპულ და ევრაოტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე: "ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ ჯერ მანამ, სანამ უვიზო მიმოსვლა გვექნებოდა.

საინფორმაციო ცენტრი რომ ავიღოთ, აპარატს რომ თავი დავანებოთ, ყველა რეგიონში წარმოდგენილია ჩვენი წარმომადგენლები, მუშაობენ ადგილებზე მოსახლეობასთან - რატომ ევროკავშირი, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირს, და რეალური სარგებელი შეიძლება მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, მათ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, ამის ილუზია არავის არ აქვს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ამავე დროს ადგილზე ნახა ამ ხალხმა, რომ ვიღაცამ თაფლი აწარმოა, ვიღაცამ ვაშლი აწარმოა, ვიღაცამ შეძლო რომ ის კარგად შეეფუთა და ის სტანდარტები დაეჭირა, შემდგომ გაეგზავნა ევროპულ ბაზარზე. კენკრა ავიღოთ მაგალითად თხილი...

სულ რამდენი სახის პროდუქცია გადის საქართველოდან ევროპის ბაზარზე?

ზუსტად არ ვიცი მაგრამ დავთვალოთ. საკმაოდ ბევრი შევიდა უკვე, 10-15 უკვე იქნება, მაგრამ ჩვენ გადავაჭარბებთ ამას, რაც შეიძლება მალე. ამ წლის დასაწყიდიდან 27 %-ით გაზრდილია საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა.

თქვენ წარმოიდგინეთ ეს რამხელა ციფრია. ეს არ გვაკმაყოფილებს ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, ამიტომ ამ ინფორმაციის მიტანა ჩვენს თანამოქალაქეებამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცამ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რომ ე.წ „გრუზავიკებით“ მანდარინს რომ გავიტანდით რუსეთში, ეს აღარ უნდა იყოს უმთავრესი შემოსავლის წყარო, მაგალითად დასავლეთ საქართველოსთვის.

მათ შეუძლიათ თხილი, კენკრა, კივი, ბევრი სხვა სახის პროდუქცია აწარმოონ და გაუშვან 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე, სადაც ხარისხიც უფრო მაღალია, შემოსავლის პოტენციალიც და ასე შემდეგ.

ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დახმარების ინსტრუმენტი ჩამოვიტანოთ ევროკავშირიდან, რომელიც გათვლილი იქნება ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საქართველოში, განათლების პროგრამების გაძლიერებაზე, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა რომელიც ჩვენ უკვე შეთავაზებული გვაქვს.

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

27 მარტი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ -...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები