გიორგი კვირიკაშვილი: ამ არჩევნების პროცესში ნაკლები იყო სიძულვილის ენა

გიორგი კვირიკაშვილი: ამ არჩევნების პროცესში ნაკლები იყო სიძულვილის ენა
27 / 10 / 2017 18:28

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალე არჩევნები იყო. ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული. მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამათავრობო სექტორს და მედიას ასეთი კარგი გაშუქებისთვის.

ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანში არის ნამდვილად კიდევ უფერო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქევყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეოგობრების მიერ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროარტლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“,-განაცხადა პრემიერმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება