საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო კომპანიებში, ასევე გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება.

გიორგი შარვაშიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მიღებული აქვს ICN ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, ქ.ნანსი) და UNICATT-ის (იტალია, ქ.მილანი) საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის, ასევე აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ჩინეთი, ქ.შანხაი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი",- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები