პრემიერი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა

პრემიერი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა
27 / 10 / 2017 18:37

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია.

"ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ აქედან ნახევარი არის საქართველოს მოქალაქეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ ასეთ ადგილებში. ჩვენთვის ასევე ისიც მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა ნახევარი არის უცხოელი ვიზიტორები, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან.

ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურსიტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორიც არის მიკროგრანტების პროგრამა, უმასპინძლე საქართველოში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, მარტვილის კანიონის და მისი შემოგარენის მოსახლეობის შემოსავლება 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.

„ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ინფრასტრუქტურა მოეწყო. მინდა მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვის სამინისტროს, პირადად გიგლა აგულაშვილს, ის იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რა თქმა უნდა სხვა უწყებებსაც, რომელიც ამაში მონაწილეობდნენ. 2016 წლის შემდეგ მარტო მუნიციპალიტეტში 15 ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან გასახარია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება