პრემიერი: მიწა გაძვირდა, მაგრამ მოსახლეობა ამჯობინებს გაყიდვის ნაცვლად ფეხი მოიკიდოს

პრემიერი: მიწა გაძვირდა, მაგრამ მოსახლეობა ამჯობინებს გაყიდვის ნაცვლად ფეხი მოიკიდოს
27 / 10 / 2017 18:41

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიწის საფასური გაიზარდა, მოსახლეობა ამჯობინებს გაყიდვის ნაცვლად, სახელმწიფო პროგრამები გამოიყენოს და შემოსავალი მიიღოს.

პრემიერმა ამ საკითხზე ყურადღება დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საუბრისას გაამახვილა.

მისი თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია.

"ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურსიტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორიც არის მიკროგრანტების პროგრამა, უმასპინძლე საქართველოში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწის საფასური გაძვირდა, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. მოსახლეობა, იმის მაგივრად რომ გაყიდოს თავიანთი ნაკვეთი თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ამჯობიენებენ დარჩნენ, გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს და ადგილზე კარგად მოიკიდონ ფეხი და გაიჩინონ შემოსავალი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება