კახა კალაძე: ჩემს გვერდით იქნებიან პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები

კახა კალაძე: ჩემს გვერდით იქნებიან პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები
29 / 10 / 2017 14:08

"მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის არ ვებრძვით, არც დათოს, არც დათოს კადრებს, ან ვინმე, რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირს. აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი" - განაცხადა თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები. მერიაშიც არსებობს ძლიერი კადრები და, შესაბამისად, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, თავისი ნიჭი, შესაძლებლობები, მოახმაროს თბილისს." - აღნიშნა მან საუბრისას.

- როდის იქნება თქვენი გუნდის შესახებ ინფორმაცია ცნობილი?

- თქვენ იცით, რომ უფლებამოსილება ჯერ არა გვაქვს, როდესაც შევალთ უკვე, თუ არ ვცდები 12-13 ნოემბერი არის, და შესაბამისად, უკვე დეტალურად მოგახსენებთ კადრებს, ვინ იქნება ჩემი მოადგილეები, რა რეფორმები იქნება დაგეგმილი, სამსახურების მიხედვით თუ რა როგორ წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება ცნობილი.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი სამსახურების ან გაერთიანება, ან გაუქმება იგეგმება?

- საინტერესო ცვლილებები იგეგმება და ძალიან მალე გაიგებთ. ახლა რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრო, მერე 12 ნოემბერი აღარ იქნება საინტერესო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება