საქართველოს მთავრობა: მტკიცედ ვუჭერთ მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს მთავრობა: მტკიცედ ვუჭერთ მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
29 / 10 / 2017 14:13

საქართველოს მთავრობა ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს. საქართველოს მთავრობა ასევე გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და კანონიერების აღსადგენად ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს მხარს უჭერს.

"საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.

საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული",-ნათქვამია განცხადებაში.

27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის თაობაზე რეზოლუცია მიიღო. ხმის მიცემისას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. ხმის მიცემა პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნების ბლოკადა მოახერხეს, თუმცა კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონიმ ხმის მიცემა მაინც მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ბოლს გავრცელებული მონაცემების მიხედვით 893 ადამიანი დაშავდა.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება