ირაკლი კობახიძე: ძალიან სუსტია ოპოზიცია, ეს არის ამ არჩევნების მთავარი შედეგი

ირაკლი კობახიძე: ძალიან სუსტია ოპოზიცია, ეს არის ამ არჩევნების მთავარი შედეგი

"ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო "ქართული ოცნებისთვის, თუმცა ის შედეგი, რაც მივიღეთ არის გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან სუსტია ოპოზიცია, ეს არის ამ არჩევნების მთავარი შედეგი და საჭიროა მუშაობა იმაზე, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს", - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა.

"პარლამენტმა უნდა შექმნას სათანადო პირობები და ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებზეც ფიქრი, იმისთვის რომ გავაძლიერთ ოპოზიცია ამაზე უნდა ვიფიქროთ.

შედეგები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სუსტი, მათ შორის თბილისის შედეგებიც ამას აჩვენებს. ის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს არჩევნებზე 17%-ს მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია ან ოპოზიციური პარტიები ვერ სთავაზობენ საზოგადოებას თავის... წარმოიდგინეთ ოპოზიციას აქვს საკუთარი ტელევიზია და ამ პირობებშც კი ამომრჩევლის ძალინ მცირე ნაწილის მობილიზებას ახერხებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები