ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, თიანეთში სამართლებრივად გადაწყდა ყველაფერი

ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, თიანეთში სამართლებრივად გადაწყდა ყველაფერი
29 / 10 / 2017 14:46

ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მცხეთის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველ არჩევნებზე თიანეთის მერი "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური გახდა.

"ჩემი პრეროგატივა არ არის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს და სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელსაც განსაკუთებული პატივი უნდა ვცეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ გადაწყვეტილებით რომელიც სასამართლომ გამოიტანა. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და ეს აისახება არჩევნების შედეგებზე.

იყო ორი სხვადასხვა კომისიის გადაწყვეტილება, საუბნოსი და საოლქოსი, როგორც ჩანს სამართლომ კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით უპირატესობა მიანიჭა საუბნო კომისიის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო აღარ არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი.

რაც შეეხება თიანეთს, აქ ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივ ჭრილში და მადლობა ღმერთს, სამართლებრივად გადაწყდა ის დავა რომელიც წარმოებდა. შეიძლება ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, რადგან საუბარი იყო "ქართული ოცნების" საპირისპირო გადაწყვეტილებაზე, თუმცა მთავარია, რომ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" და ზაქარია ქუცნაშვილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რადგან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს იგებდა. მას ხმების 50.01% ჰქონდა. მოგვიანებით კი აღმოჩდა, რომ თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გადაასწრო.

თამაზ მეჭიაურს, რომელიც ადრე''ქართული ოცნების'' წევრი იყო, 3077 ხმა აქვს, რაც ხმების 49,97 %-ს შეადგენს, ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატს - 3081 და შესაბამისად, 50, 03 %.

როგორც მეჭიაურმა "აიპრესს" განუცხადა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ უბანში, სადაც ბიულეტენები გაბათილებულად სცნეს, საუბნო კომისიამ თავიდან დაითვალა და აღმოჩნდა, რომ მისმა კონკურენტმა, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვარვა, რაც სასამართლოში გაასაჩივრა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება