ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები 4 საკითხს შეეხება, შეიქმნება კომისიაც

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები 4 საკითხს შეეხება, შეიქმნება კომისიაც
30 / 10 / 2017 14:40

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები 4 საკითხს შეეხება - კონსტიტუციიდან ბონუსის სისტემის ამოღება, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება, ასევე დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იმუშავებს. ამის შემდეგ კი, დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

''ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე იქნება თუ არა კომისიაში ჩართული საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კობახიძემ უპასუხა:“ყველა იქნება ჩართული ამ განხილვებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კომისია სავარაუდოდ ხუთშაბათს შეიქმნება.

„კომისიაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციურ პარტიებსაც შეეძლებათ. იქნებიან არასამთვრობო ორგანიზაციებიც. რაც შეეხება საყოველთაო სახალხო გახილვების კომისიას, აქ მოწვეულები იქნებიან პარლამენტში წარმომადგენელი პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება