კალაძე: პასუხისმგებლობას ყველა იმ პროექტზე ვიღებთ, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდება

კალაძე: პასუხისმგებლობას ყველა იმ პროექტზე ვიღებთ, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდება

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ როდესაც ექნება შესაძლებლობა, რომ მერიაში საქმიანობა ოფიციალურად დაიწყოს, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს. მათ შორის ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტრანსპორტის განახლებასა და ა.შ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ყველა იმ პროექტზე იღებს პასუხისმგებლობას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდება

"თქვენ იცით, რომ ნოემბრიდან მომეცემა უფლებამოსილება ჩემი საქმიანობა დავიწყო. შესაბამისად, შემდეგი წლების განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით და ასევე ავიღებ პასუხისმგებლობას. ზოგადად რაც გასაკეთებელი იქნება აუცილებლად შესრულდება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, საახალწლო ღონისძიებები, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ტრანსპორტის განახლება და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც გასაკეთებელია, აუცილებლად გაკეთდება და შესრულდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ პროექტზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ თბილისის მერიაში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნოს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საკუთარ დამოკიდებულებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები