კახა კალაძე: მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს!

კახა კალაძე: მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს!
31 / 10 / 2017 16:12

"პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო "ბილტმორში", პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე გაიმართა პროფესიული განათლების ახალი პროგრამების გამოფენა - „პროფესიები მომავლისთვის“. წარმოდგენილი იყო 40-მდე ახალი პროფესიული პროგრამა ავიაციის, საზღვაოს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროების მიმართულებით.

მერობის კანდიდატმა პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პროგრამები, რომელთა განხორციელებაც დღეიდან დაიწყება, სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას.

მისივე თქმით, ამ პროგრამების ამოქმედებით საქართველოში დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში მალე დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო-შემეცნებითი ცენტრები და ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, პროფესიული პროგრამებით გადამზადება მნიშვნელოვანი იქნება.

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაგვეხმარება, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ მომავლის პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში განსაკუთრებით გვჭირდება პროფესიონალი სპეციალისტები, რომელიც თბილისის, ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ძვირფასო კოლეგებო, მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! ზუსტად თქვენი დახმარებით, თქვენ მიერ მიღებული თანამედროვე ცოდნის მეშვეობით ერთად შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - განაცხადა კალაძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება