აბაშიშვილი: აგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ, რაც ვეტოში წერია, სიტყვასიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში

აბაშიშვილი: აგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ, რაც ვეტოში წერია, სიტყვასიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის მიერ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დაწყების პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მოქმედების ტენდენცია არ იცვლება - ჯერ აგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდგომ, რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, სიტყვასიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში.

"ასეა ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი-სულ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს და შემდგომ სიტყვასიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოში დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები