კახა კალაძე: თუ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, მას აქ კანონი და პროკურატურა ელოდება

კახა კალაძე: თუ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, მას აქ კანონი და პროკურატურა ელოდება
31 / 10 / 2017 18:26

"იმ შემთხვევაში, თუ მას (მიხეილ სააკაშვილს) გადასცემენ, რა შემიძლია ვთქვა... მას აქ კანონი ელის. არსებობს ბევრი შეკითხვა, კერძოდ კი პროკურატურის მხრიდან და მან ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს", - ამის შესახებ გადაცემაში "под дождем" თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე აღნიშნავს.

"მილანში კარგად ვცხოვრობდი, კარგი ანაზღაურება მქონდა. თუმცა მაინც, როცა დასვენების დღეები მქონდა, ყოველთვის თბილისში ჩამოვდიოდი. ყოველთვის ბათუმში ჩავდიოდი და ვისვენებდი, რადგან ძლიერი ნოსტალგია მქონდა. მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ადამიანები, რომლებსაც სხვანაირი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მტრებად მოიაზრებოდნენ. ამიტომ, კარგად ვაფასებდი სიტუაციას - რაც იქნება, იქნება-მეთქი. გადავწყვიტე, რომ იქ მეც უნდა ვმდგარიყავი, სადაც დგომა მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისა და ერისთვის. ჩამოვედი და დავიწყე მუშაობა.

კარგი ურთიერთობები მქონდა... საერთოდაც, ბევრი ჩვენგანი მეგობრობდა ერთმანეთთან, რადგან ყველას რაღაც უკეთესი გვსურდა... შევარდნაძის მმართველობის შემდეგ ბევრი რამის შეცვლა გვსურდა და ძალიან კარგად დაიწყეს. ყველანი მხარს ვუჭერდით, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. ყოველთვის ვაქებდი ყოველთვის ვსაუბრობდი... ღიად ვსაუბრობდი იმის შესახებ, თუ რა მომწონდა და რა იყო ცუდი. ეს კი მათ არ მოსწონდათ. არ მოსწონდათ, როდესაც შენიშვნებს აძლევდი, საუბრობდი იმის შესახებ, რაც არ მოგწონდა და მერე როგორც დაასრულეს, თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ...

იმ შემთხვევაში, თუ მას (მიხეილ სააკაშვილს) გადასცემენ, რა შემიძლია ვთქვა... მას აქ კანონი ელის. არსებობს ბევრი შეკითხვა, კერძოდ კი პროკურატურის მხრიდან და მან ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს", - აღნიშნავს კალაძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება