ეკა ბესელია: კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა დაიწყება დღეს

ეკა ბესელია: კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა დაიწყება დღეს

''კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა დაიწყება დღეს. პროცედურა იგივე წესით გაგრძლედება, რაც ზოგადად, არსებობს კონსტიტუციური ცვლილებებისთვის''- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას განმარტებით შეიქმნება საორგანიზაციო კომისია და დაიწყება სახალხო განხილვა.

''ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მოხდება ეს განხილვები. აქ საყურადღებოა, ის რომ ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, რომელიც იყო კარგი და ეხებოდა კონსტიტუციურ ცვლილებებს. იქ ერთი პუნქტი იყო, მათ შორის ის, რომ ვენეციის კომისია მიესალმება მმრთველი გუნდის მხრიდან დაპირებას, რომ იქნებოდა ცვლილებები შეტანილი კონსტიტუციაში, ბონუსებისა და ბლოკების საკითხს 2020 საპარლამენტო არჩევნებისთის, საკონსტიტუციო სასამრთლოსთან დაკავშირებით ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც პარლამენტსაც ბოჭავს, რომ მან არ მიიღოს რაიმე ისეთი ცვლილება, რომელიც შეიძლება განხილული იყოს საარჩევნო წელს და საკონსტიტუციო სასამართლოსაც ბოჭავს, რომელიც ასევე იქნება შეზღუდული, რომ საარჩევნო წელს ვერ გააუქმოს ის ნორმები, რომელიც ეხება არჩევნების ჩატარების სამართლებრივ რეგულაციებს. ამავე დროს, რწმენის თავისუფლების ნაწილში კონვენციის სტანდარტი იქნება და ეს რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. ასე რომ ეს ცვლილებებია, რომელიც ერთი მხრივ არის ნაწილი კომპრომისული ვერსია, მეორე ნაწილი უკვეთესი სტანდარტი. ეს არის ის, რაც ჩვენ ვთქვით, რომ იქნებოდა განხორცილებული“–განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა, მისი თქმით განხილვაში მონაწილოებისთვის შეათავაზება მათი მოვალეობაა, თუმცა მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილოებას ეს უკვე ოპოზიციის გადასაწყვეტია.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები