პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება დიდი წარმატებაა

პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება დიდი წარმატებაა

"მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა ყველას მივულოცო",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობსი სხდომაზე განაცხადა.

"მინდა კომენტარი გავაკეთო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებასთან დაკავშირებით. ეს არის შვიდი ადგილით ანაცვლება, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო უმაღლეს ათეულში მოექცა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა ყველას მივულოცო. ეს არის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იქნა გაწეული.. მნიშნელოვანია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში, საქართველოს აქვს ძალიან მნიშნელოვანი წინსწვლა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს. ეს არის ექსპორტის მიამრთულების ზრდა, მოგეხსენებათ, რომ 28.5%-ით გაიზარდა, ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, შარშანდელის წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.5 მლნ ტურისტი შემოვიდა. გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა და ეს არის რა თქმა უნდა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც დღევანდელი მოანცემებით შეადგენს 4.7% -ს და არის ძალიან ჯანსაღი ტენდენცია. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკუირ მდგომარეობაში ერთბაშად არ აისახება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, რომ ტენდენცია არის ჯანსაღი და უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება", - განაცხადა კვირიაკშვილმა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.
 

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები