პრემიერი: ყველა პირობაა იმისთვის, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტი იყოს

პრემიერი: ყველა პირობაა იმისთვის, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტი იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტი იყოს. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არის ძალიან ჯანსაღი და არის ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს 36%-იანი ზრდა წელს, მომავალ წელს თითქმის გაორმაგდება შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა და ეს ყველაფერი კერძო სექტორზე აისახება, მეწარმეობაზე აისახება, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

14 ივლისი, 2018

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა. "თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ...

ახალი სტატიები