ზურაბ ალავიძე  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ზურაბ ალავიძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

''სამშენებლო საქმიანობის ხარისხის სფერო, სამშენებლო კომპანიებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება“- ამ საკითებზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ღონისძიება - ,,მშენებლობა საქართველოში - ხარისხი, როგორც გამოწვევა“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.
ზურაბ ალავიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში საინჟინრო-სამშენებლო პროფილის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტების და მაღალი ხარისხის დანერგვა, როგორც მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპზე, ისე სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით. 

,,ჩვენს უმთავრეს ამოცანას მშენებლობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვნად ვეხმარებით ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და წარმოების წახალისებას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი და სამშენებლო ბიზნესის რესურსი’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ამ პროცესში და მათ აქტიურ მონაწილეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითებში. 

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები