რომან კაკულია: მცირე შენიშვნების მიუხედავად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი კარგია

რომან კაკულია: მცირე შენიშვნების მიუხედავად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი კარგია
03 / 11 / 2017 15:07

"არა მხოლოდ ბიუჯეტია სოციალურად ორიენტირებული, არამედ ზოგადად „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკაა, სოციალურად ორინეტირებული"- აღნიშნულოს შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულიას თქმით, მცირე შენიშვნების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი.

„როდესაც ვამბობთ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები წესრიგშია, ეს სულ მცირე, ორ რამეს ნიშნავს, პირველი იმას, რომ, რაც არის დაგეგმილი ჩვენს მიერ პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას სატრანზიტო ფუნქციის, ასევე ტურისტული ფუნქციის გამოყენების ხელშეწყობას გულისხმობს და ბიუჯეტი ამ რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მეორეც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც ეფექტური თანამშრომლობის გარეშე ვერ განვახორციელებთ ჩვენს ვალდებულებას, მათგან მწვანე შუქი იქნება ანთებული. ეს ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი, ბიუჯეტის შეფასების დროს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც დაიხვეწება მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის დროს.

ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ ერთი შენიშვნა, რომელიც მიმართული იყო იმასთან დაკავშირებით, ბიუჯეტს არ აქვს მცირე და საშუალო ბიზენსის პროგრამების კონკრეტული ჩაშლა ინდიკატორების დონეზე და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დადგინდეს კონკრეტულად, რა გაზომვადი შედეგი შეიძლება იქნს მიღწეული ამ მიმართულებით, თუმცა მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტება მისაღებია“–განაცხადა კაკულიამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება