პრემიერი: დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას

პრემიერი: დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას

დღეს ქართული დიპლომატიის დღეა. ამასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა:

''დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეს - ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ.

ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს. 

ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა.

ჩვენი დიპლომატების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს - დიდ ევროპულ ოჯახს, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს. 

ქართველებს გვყავს დიდი წინაპარი და ეტალონი დიპლომატიაში - სულხან-საბა ორბელიანი. ჩვენი ვალია, ვუერთგულოთ იმ უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა დაამკვიდრა. 

მჯერა, რომ ჩვენი პოტენციალითა და მეგობრებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ!'', - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები