დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები უკვე შევამცირეთ და არ გვჭირდება არავის ძახილი

დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები უკვე შევამცირეთ და არ გვჭირდება არავის ძახილი

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების თანამდებობის პირებს 2017 წლის ბიუჯეტით ხელფასები უკვე შეუმცირდათ.

„კიდევ ერთელ, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენ ხელფასების შემცირებით შემოვედით 2017 წლის ბიუჯეტით. 2017 წელს ჩვენ შევამცირეთ უკვე ხელფასები და არ გვჭრდება არავის ძახილი ამ მიმართულებით, რაც შესამცირებელი და გასაკეთებელი იყო, ჩვენ ის უკვე გავაკეთეთ.

ამ მიმართულებით, დღეს განსაზღვრული სახელფასო ფონდი გაიცემა რა თქმა უნდა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ხათუნა გოგორიშვილი: „მინდა მოგიყვანოთ პროკურატურის მაგალითი. 2017 წელს პროკურატურის შრომის ანაზღაურება 24 მილიონზე მეტი იყო, 2018 წელს მხოლოდ 2 000 მოაკელით. ანუ ეს ისევ იძლევა შესაძლებლობას, რომ 23 პრემია-დანამატი აიღოს პროკურატურის თანამდებობის პირებმა? თუ პროკურატურის მაგალითი არ მოგწონთ, თქვენს მოადგილეებზე გკითხავთ. ისინი წლის განმავლობაში ორჯერ მეტ თანხას იღებენ, როგორც პრემია-დანამატს, ვიდრე თანამდებობრივ სარგოს. ამასთან დაკავშირებით აპირებთ თუ არა, რამე გააკეთოთ? ხელფასები რომ არ გაიზრდება ვიცი, იგივე რომ რჩება ეგაა პრობლემა“.
 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები