სერგო რატიანი: "ქართული ოცნება" აღარ იტყუება, აღარ ამბობს, რომ პენსიები გაიზრდება

სერგო რატიანი: "ქართული ოცნება" აღარ იტყუება, აღარ ამბობს, რომ პენსიები გაიზრდება

„ქართული ოცნება“ აღარ იტყუება, აღარ ამბობს, რომ გაზრდის პენსიებს, რომ მასწავლებლებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს გაუზრდის ხელფასს“,- ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა.

„რაში გვჭირდება ეს ბიუჯეტი, სადაც არ არსებობს არც პენსიების ზრდა, არც ხელფასების. სამაგიეროდ გვყავს ხელისუფლებაში „ოცნება“, რომელიც აღარ იტყუება, ეს კარგია.

სამაგიეროდ დღეს გვეუბნება, რომ ლარის გაუფასურების საფუძველი... ვეღარ აბრალებთ შექმნილ ვითარებას რეგიონში. სამაგიეროდ, ამბობთ რომ ხალხის ბრალია, შიშის ფობია დაემართათ, ეშინიათ და ცუდი მოლოდინები აქვთ.

ეს ხალხი რამ შეაშინა? რისი უნდა ეშიონოდეს საქართველოში პენსიონერს, გლეხს, მასწავლებელს, პოლიციელს? ხელფასები ხომ ეზრდებათ არა?! რისი უნდა ეშინოდეს, როცა მოვიდა საოცნებო მთავრობა, რომელმაც მოიტანა კეთილდღეობა. დღეს ამ ადამიანებს აბრალებენ, რომ თურმე ლარის კურსის ცვალებადობა მათი ბრალი ყოფილა“, - აღნიშნა სერგო რატიანმა. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები