პრემიერი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას. ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი. ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის",- აცხადებს პრემიერი.

ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

14 ივლისი, 2018

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა. "თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ...

ახალი სტატიები