ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცა

ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცა

ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ. დეპუტატებს მანდატები 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საკრებულოს საქმიანობა გაცილებით წარმატებული იქნება.

მანდატების გადაცემას 22 დეპუტატი ესწრებოდა.

მეექვსე მოწმვევის საკრებულოში, ათივე მაჟორიტარი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ჰყავს.

საკრებულოში 4 წევრით შევიდა "ნაციონალური მოძრაობა",

"ევროპული საქართველო" კი 2 წევრით არის წარმოდგენილი.

საკრებულოში საერთო ჯამში ხუთი ქალია წარმოდგენილი, 4 "ქართული ოცნებიდან, და 1 "ევროპული საქართველოდან".

ქართული ოცნებიდან მაია სიმონიძე, მარეხი ნიჟარაძე, ელეონორა არჩაია,

"ევროპული საქართველოდან" საკრებულოს წევრი ნანა ქუმელაშვილი გახდა.

საკრებულო მუშაობას ახალი მერის არჩევის შემდეგ შეუდგება.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები