აკაკი ზოიძე: მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად კანონპროექტი მზადდება

აკაკი ზოიძე: მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად კანონპროექტი მზადდება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ქვეყანაში 12 ათასი დასახელების მედიკამენტი არსებობს და თითოეული მათგანის გაკონტროლება საკმაოდ რთულია. მისი ინფორმაციით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ახალი კანონპროექტი მომზადდება.

"იმ დაგეგმილ რეფორმებთან ერთად, რომელიც მთლიანობაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება, ასვე არის დაგეგმილი გარკვეული ნაბიჯები მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებითაც.

ეს მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ლაბორატორიული კონტროლის დაწესება, მონიტორინგი მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებზე. ის თანხები რომელიც გამოყოფილი არის ამ მიზნებისათვის საკმაოდ მცირეა, უფრო მეტი თანხაა საჭირო იმისათვის რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ და ისინი ხარისხიანი მედიკამენტებით ვუზრუნველყოთ”, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები