ეკა ბესელია: 7 ნოემბერი უახლეს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ანგარიშსწორების დღეა

ეკა ბესელია: 7 ნოემბერი უახლეს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ანგარიშსწორების დღეა

"7 ნოემბერი არის ჩვენს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ანგარიშწორების დღე, როდესაც ყველაზე მძიმე გამოვლინება მიიღო ხელისუფლების ძალადობამ საკუთარ მოქალაქეეზე",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, უპატიებელ დანაშაულად რჩება.

"ყველა დარბევის დროს ვიყავი როგორც რუსთაველზე, ისე რიყეზე და არადროს დამავიწყდება ის უმძიმესი კადრები, როდესაც გაცემული იყო დავალება, რომ სასტიკად გასწორებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის ის დღე, როდესაც ყოველთვის, ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, რეპრესიები და სისასტიკე არასდროს არ მთავრდება კარგად და ყოველთვის რჩება, როგორც უპატიებელი დანაშაული. ამისთვის სამართლებრივი პროცესურებისც გრძელდება, მაგრამ ეს ერთი მხარეა, რაც მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობის აღდგენის კუთხით. მეორეა ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი და ეს პოლიტიკური ფასი იყო ის რომ მოსახლეობამ მაშინდელ რეჟიმს ეს არ აპატია. ამიტომ 7 ნოემბერს აქვს უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და მათ შორის მორალური დატვირთვაც", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები