კობახიძე:ხელისუფლებამ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ჰარმონიული ურთიერთობა უნდა უზრუნველყოს

კობახიძე:ხელისუფლებამ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ჰარმონიული ურთიერთობა უნდა უზრუნველყოს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს საქართველოში შრომითი უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ჰარმონიული ურთიერთობა უზრუნველყოს.

"დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 17 კონვენცია, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიურ მოლაპარაკებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ბავშვთა შრომის აკრძალვას.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად აქტიურად იხილავს „შრომის უსაფრთხოებისა შესახებ“ კანონპროექტს და გამომდინარე ცვლილებებს, რომლებიც ეტაპობრივად მოაწესრიგებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მექანიზმს. შრომითი უფლებების დაცვა არ უნდა განვიხილოთ არსებული ბიზნეს გარემოს შეზღუდვის მცდელობად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით ვუზრუნველყოთ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომელის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია კომპანიის წარმატებით. ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას.

ასოცირების დღის წესრიგით უკვე განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რომელთა ნაწილი გაწერილია დროში, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები", - განაცხადა კობახიძემ
 

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები