კობახიძე: შრომითი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა

კობახიძე: შრომითი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა
09 / 11 / 2017 13:19

პარლამტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, შრომითი უფლებების დაცბა სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც მან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ამოცანაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰარმონიულო ურთიერთობა უზრუნველყოს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას - საქართველოში შრომითი უფლებების დაცვას ეძღვნება. მწამს, რომ ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა და საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების დაცვა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა.

ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ათვლა იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1920 წლის 14 აგვისტოს კანონით „შრომის ხელშეკრულების შესახებ“. შრომის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ დებულებას ითვალისწინებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაც.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შრომით კანონმდებლობის რიგი ცვლილებების ფონზე, 2006 წელს მიღებული იქნა შრომის ახალი კოდექსი. ეს კოდექსი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე შეფასებით, მიჩნეული იყო როგორც უპირატესად დამსაქმებლის ინტერესსა და პრიორიტეტებზე მორგებული ნორმატიული დოკუმენტი. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან შეუსაბამობის კუთხით.

ქართული ოცნების ძალისხმევით, 2013 წლის ივლისში, საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, ახლებურად დარეგულირდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არაერთი ასპექტი. შედეგად, ქართული შრომის სამართალი გადავიდა ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე. შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - ზოგადად და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით - საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიტიურად შეაფასა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ზოგიერთ კონვენციასთან შესაბამისობის დახვეწა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის დღის წესრიგს სხვადასხვა მიმართულებით - მათ შორისაა შრომითი ურთიერთობები. ასევე, ხაზი უნდა გაესვას ევროპის სოციალური ქარტიის ზოგიერთი რატიფიცირებული ნორმის ეროვნული დონეზე დანერგვის საკითხს.

დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 17 კონვენცია, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიურ მოლაპარაკებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ბავშვთა შრომის აკრძალვას.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასევე ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს, რათა ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომის სტანდარტებთან და შეთანხმებებთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების 229-ე მუხლში დეკლარირებულია სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული შრომა, როგორც გლობალიზაციის მართვის ძირითადი ელემენტები. იმავე ნორმის ძალით, საქართველოს სახელმწიფო ადასტურებს მის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა, პატივი სცეს, ხელი შეუწყოს და რეალურად ასახოს კანონმდებლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციები.

ამ მხრივ კვლავაც რჩება გამოწვევები - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს თანაბარი ანაზღაურების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1951 წლის კონვენცია (#100), ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მიერ ქალისა და მამაკაცის მიმართ თანაბარ შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის და კონკრეტულად, თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულირება. აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფციის ინსტიტუციონალური დანერგვა ეროვნულ დონეზე წარმოადგენს ევროპის კავშირის სამართლებრივი სივრცის ქვაკუთხედს.

მეტიც, ფუნდამენტური კონვენციების ეროვნულ კანონმდებლობაში მეტწილად ასახვის მიუხედავად, ამავე კონვენციებთან სრული შესაბამისობა გულისხმობს ადეკვატური და ეფექტური აღსრულების მექანიზმის დაწესებას, რაც თავისთავად გულისხმობს შრომის ინსპექციისა და სანქციების სისტემის ამოქმედებასა და გამოყენებას.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად აქტიურად იხილავს "შრომის უსაფრთხოებისა შესახებ" კანონპროექტს და გამომდინარე ცვლილებებს, რომლებიც ეტაპობრივად მოაწესრიგებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მექანიზმს. შრომითი უფლებების დაცვა არ უნდა განვიხილოთ არსებული ბიზნეს გარემოს შეზღუდვის მცდელობად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლების მონაწილეობით ვუზრუნველყოთ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომელის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია კომპანიის წარმატებით. ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას.

ასოცირების დღის წესრიგით უკვე განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რომელთა ნაწილი გაწერილია დროში, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები. ასევე, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტის ბოლო ანგარიშის მიხედვით", - აცხადებს კობახიძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება