გიორგი გახარია: თბილისს კონკრეტული, ერთიანი ურბანული პოლიტიკა ექნება

გიორგი გახარია: თბილისს კონკრეტული, ერთიანი ურბანული პოლიტიკა ექნება

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, შენობა- ნაგებობების შესახებ დღეს მოქმედ დადგენილებაში, რომელშიც ცვლილებები იგეგმება გათვალისწინებული იქნება უკვე არსებული გეერგეები. ამის შესახებ გახარიამ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს არის უკვე ამოქმედებული დადგენილება, მაგრამ ჩვენ იმპლემენტაციის პერიოდში დავინახეთ გარკვეული საკითხები, რომელსაც მენაშენეები ან დეველოპერები აყენებენ. რეალურად, დაფიქსირდა რომ ასეთი პრობლემები არსებობს და მათთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებები უკვე მოქმედ დადგენილებაში. ცვლილებები არის გამარტივების მიმართულებით, რაც მშენებლებს და დეველოპერებს გაუმარტივებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები შენების პროცესში, თუმცა პრინციპული საკითხები რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ 41-ე დადგენილება მიღების პერიოდში, დადგენილების გავრცელების არეალიდან ამოღებული იყო უკვე დამტკიცებული გეერგეები. ეს იყო ძალიან დიდი მოცულობა. ყველაზე პრინციპული, რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ ეს იყო შეთანხმება კომპანიებთან, რომ 41-ე დადგენილება, უკვე ახალი ცვლილებებით შეეხება არსებულ გეერგებსაც. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს აძლევს საშუალებას თბილისს და არამხოლოდ მას შექმნას, განავითაროს სამშენებლო პოლიტიკა, მოახდინოს მისი იმპლემენტაცია. კონკრეტული, ერთიანი ურბანული პოლიტიკა თბილისს ექნება",- განაცხადა გახარიამ.

ცვლილებების მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლის და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველების და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარების დროს.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები