კობახიძე: სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოხდება

კობახიძე: სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოხდება
09 / 11 / 2017 15:51

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში დასახელდება სახალხო დამცველის კანდიდატურები.

როგორც მან განაცხადა, წინასწარი კონსულტაციები აღნიშნულზე გაიმართა, თუმცა კანდიდატების დასახლება სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში მოხდება.

"წინასწარი კონსულტაციები ჩვენ აღნიშნულზე გვქონდა. თუმცა, რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას ეს უახლოეს მომავალში მოხდება. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში. კრიტერიუმები ობიექტური იქნება. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას",- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყიფილებდეს სახალხო დამცველის კანდიდატი, კობაკიძემ განაცხადა:

"ეს არის, რა თქმა უნდა მიუკერძოებლობა, მათ შორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კეთილსინდისიერება, პატიოსნება და, რა თქმა უნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნა. ეს იქნება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც შესაბამისი კანდიდატი შეირჩევა".

ცნობისთვის, დღეს თბილისში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით კონფერენცია " შრომითი უფლებები საქართველოში-ცვლილებების დღის წესრიგი" გაიმათა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება