ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია

ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დასახელდებიან.

"რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ კანდიდატებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ერთი წელია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და კანდიდატი ბუნებრივია, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დასახელდება",-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს კანდიდატურა, კობახიძემ განაცხადა:

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. არცერთი კანდიდატი, ბუნებრივია ამ ეტაპზე არ განიხილება. კანდიდატების განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც არჩევნების თარიღი მოახლოვდება".

ცნობისთვის, დღეს თბილისში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით კონფერენცია " შრომითი უფლებები საქართველოში-ცვლილებების დღის წესრიგი" გაიმათა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები