კალაძე: მშენებლობაზე რეგულაციების გამკაცრება ჩვენთვის პრიორიტეტულია

კალაძე: მშენებლობაზე რეგულაციების გამკაცრება ჩვენთვის პრიორიტეტულია

თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება მშენებლობაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რადგან ის დაკავშირებულია ადამიანების უსაფრთხოებასთან.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან“ დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრეს.

ახლადარჩეული მერის განმარტებით, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შედის.

"დეველოპერებიც თანხმდებიან და მხარს გვიჭერენ, რომ ახალი შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯკებს ქალაქის იერ-სახეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ, წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს იერ-სახის ნაწილში, მომდევნო წლების განმავლობაში შეცვლილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები, ძირითადად, ახალ მშენებლობებს შეეხება, გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ აქვთ აღებული, თუმცა მომზადებული აქვთ განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). „რაც შეეხება მიშენებებს, ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ კერძო საკუთრებას არ შევეხებით", - აღნიშნა მან.

კახა კალაძემ კომენტარი დაუსრულებელ მშენებლობებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქალაქისთვის.

"რამდენიმე კომპანიაა არსებობს, რომლებიც ფლობენ მსგავს შენობა-დაგებობებს. მათ შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი, სერიოზული ზიანი მიადგათ. მუშაობა ამ საკითხზეც დაიწყება და შემუშავდება ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - თქვა დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები