კალაძე: არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება

კალაძე: არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება

თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ სამშებენლო და დეველოპერებულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება. რეფორმა განხორციელდება. რაც ყველაზე მთავარია ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული სამსახური. ის უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისელებს",- განაცხადა კალაძემ.

ბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებაში, ტექნიკური რეგლამენტი "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები" ცვლილებების შეტანის შესახებ იყო.

აღნიშნული რეგლამენტის რეგულირების საგანია არსებული შენობა-ნაგებობების, მიმდინარე მშენებლობების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია, გარდა მეორე კლასის შენობისა და ხაზობრივი ნაგებიბებისა.

ცვლილებების მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლის და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველების და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარების დროს.

თემები:
შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები