კობახიძე ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: სხვის ვიზიტებზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს

კობახიძე ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: სხვის ვიზიტებზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს

სხვის ვიზიტებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ეთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ხელისუფლებისთვის მთავარია ის დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებს.

"სხვის ვიზიტებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია",-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენეს, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტისას ქვეყნის შიდა პოლიტიკას განიხილავს, რაზეც კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა:

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა არჩეული. ჩვენი საგარეო პრიორიტეტეები, ჩვენთვის მთავარია ის დღის წესრიგი, რომლითაც ვმოქმედებთ".

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები