შსს: პოლიციამ გიორგი როყვა ცოცხალი და უვნებელი იპოვა

შსს: პოლიციამ გიორგი როყვა ცოცხალი და უვნებელი იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პერტაიას ცნობით, პოლიციამ, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი გიორგი როყვა ცოცხალი და უვნებელი იპოვა.

თეა პერტაიას განცხადებით, გიორგი როყვა ქობულეთში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშანიძე და მისი შტაბი ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ გიორგი როყვა გაუჩინარდა და გაუჩინარებაში ბრალს ოზურგეთის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძეს სდებდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივმა მედიასაშუალება "გურია ნიუსმა" გაავრცელა გიორგი როყვას დის და მამის კომენტარები, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი გაუჩინარებული არ იყო და არც ეძებდნენ. " ჩემს შვილზე ზეწოლა რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეტყოდა" - განაცხადა გიორგი როყვას მამამ "გურია ნიუსთან".

თემები:
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები