კობახიძე: მემკვიდრეობით სუსტი პარლამენტი მივიღეთ, ჩვენი მიზანია, მისი ფუნქციები გავაძლიეროთ

კობახიძე: მემკვიდრეობით სუსტი პარლამენტი მივიღეთ, ჩვენი მიზანია, მისი ფუნქციები გავაძლიეროთ
10 / 11 / 2017 14:31

„პარლამენტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ მემკვიდრეობით სუსტი პარლამენტი მივიღეთ. ტრადიციულად, მთელი 25 წლის განმავლობაში პარლამენტი საკმაოდ სუსტი იყო, რასაც განაპირობებდა ზუსტად ის ხარვეზები, რაც მმართველობის სისტემაში იყო ჩამოყალიბებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, პარლამენტი თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუად იქცეს.

„პარლამენტს 2 ძირითადი ფუნქცია აქვს - კანონშემოქმედება და ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა კონსტიტუციური ორგანოების.

ჩვენი ამოცანაა, ორივე მიმართულებით პარლამენტის ფუნქციები და რესურსები გავაძლიეროთ.

თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, გავაძლიეროთ პარლამენტი ინსტიტუციურად და შესაბამისად უზრუნველვყოთ საპარლამენტო ფუნქციების უკეთ განხორციელება.

ამის ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს პარლამენტში. ამ ამბიციური და ძალიან კვალიფიციური გუნდით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საპარლამენტო საქმიანობა ავიყვანოთ თვისებრივად სხვა ხარისხში. კანონშემოქმედებითი ფუნქციები პარლამენტშ აუცილებლად გაძლიერდება და შესაბამისი რესურსები განვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ერთიანია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებები იყო, გუნდმა მაინც ერთხმად დაუჭირა დოკუმენტს მხარი.

„გუნდი არის ერთიანი, რაც მათ შორის დაადასტურა იმან, რომ ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიუხედავად ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც არსებობდა კონსტიტუციის რედაქციასთან დაკავშრებით, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა განხილვის იყო საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. გუნდში სხვადასხვა მოსაზრებები იყო. თუმცა, ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ ერთის მხრივ არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც დემოკრატიული პროცესის აუცილებელი ელემენტია, ამავე დროს ჩვენ ვახერხებთ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება