ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატებამ, ოპოზიციის კრიზისი აჩვენა

ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატებამ, ოპოზიციის კრიზისი აჩვენა
10 / 11 / 2017 14:52

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩვნებმა, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა, ოპოზიციური პარტიების სისუსტე გამოავლინა.

ირაკლი კობახიძე აქვე დასძენს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ერთ-ერთი მიზანი, ოპოზიციის გაძლიერება იყო.

„თვითმმართველობის არჩევნებმა გამოაშკარავა ის გამოწვევები, რომლებიც ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აქვს. მათ შორის ოპოზიციის სისუსტე არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაც სხვადასხვა კუთხით გამოჩნდა.

თბილისში მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ამან აჩვენა ის, რომ ოპოზიციას აქვს ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი. ის ვერ სთავაზობს საათანადო ალტერნატივას ამომრჩეველს. გამოწვევები ამ კუთხით ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ წინა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩვნებთან შედარებით შედეგები გააუმჯობესა.

„თუმცა, ბუნებრივია მარტო ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია პარტიას ჰქონდეს ძალიან მკაფიო იდეოლოგიური იდენტობა ჩამოყალიბებული, ფორმალიზებული იყოს ის იდელოგიური კონცეფცია, რომელსაც ეფუძნება პოლიტიკური პარტია.

ჩვენ ვიდექით ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე 2 წლის წინ, როცა დავიწყეთ პარტიის რეფორმირების პროცესი, იმაზე თუ რა პრობლემები გვქონდა და როგორ ვგეგმავდით ამ პრობლემების გადაჭრას. ამ 2 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა სერიოზულად განვითარება, რეორგანიზაცია განხორციელდა, გუნდის განახლება მოხდა ჯერ საპარლამენტო არჩევნებისთვის, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ეს არ იყო იოლი პროცესი. ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და სერიოზული ძალისხმევა, რომელიც გასწიეს პარტიის ლიდერებმა და თითოეულმა წევრმა.

რაც შეეხება იდეოლოგიურ კონცეფციას, კონცეპტუალურ მიდგომას, ამაზე მუშაობისთვის სამწუხაროდ დრო არ დაგვრჩა, თუმცა ახლა გვაქვს დრო იმისათვის, რომ მოხდეს ფორმალიზება, ჩვენ გვაქვს დრო, მკაფიო ღირებულებები, ხედვა იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. გვაქვს კონკრეტული ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი პოლიტიკური პარტია, თუმცა, ეს ყველაფერი საჭიროებს ფორმალიზებას, რომ ჩვენი მიგდომა, ჩვენი ღირებულებები იყოს სტაბილური და მდგრადი. ამაზე დაიწყება მუშაობა და მკაფიოდ იქნება გამოკვეთილი ჩვენი პარტიის იდეოლოგიური იდენტობა, ის ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება