ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს

ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს
10 / 11 / 2017 18:16

პარტია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მოსახლეობის საკეთილდღეოდ ბევრი რამ კეთდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

''დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს ბორჯომის მუნიცილაპიტეტის მერის პოსტზე ლევან ლიპარტიას. მისი არჩევით ის უამრავი პროექტი უნდა გაგრძელდეს, რომელიც ბორჯომში ხორციელდება. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ'', - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

''ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული და უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრების პირობები. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანაგუნდელს, ლევან ლიპარტიას ამ საპატიო პოსტისთვის ბრძოლაში, ვუსურვო მას გამარჯვება და წარმატება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბორჯომელ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ მხარი დაუჭირონ ''ქართულ ოცნებას'', ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსს და მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას'', - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება