პრემიერი: ნარმანია ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს

პრემიერი: ნარმანია ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას მუშაობა წარმატებული იყო, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ამ წლების განმავლობაში ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს.

"მან წარადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში. ბევრი აქვს მას საამაყო, ეს არის ახალი ტფილისის პროექტი, სადაც 51 შენობა არამხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა. ეს არის სრულიად ახლადაშენებული გზები, კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი გზა, ეს არის რეაბილიტირებული პეკინის გამზირი, პუშკინის ესტაკადა, 12 ახალი ბაღი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბერს შეუდგება.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

14 ივლისი, 2018

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა. "თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ...

ახალი სტატიები