იუსტიცია: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიის ფორმირების გზაზე

იუსტიცია: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიის ფორმირების გზაზე

იუსტიციის სამინისტრო დღეს გამოქვეყნებული ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

"პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში, მიგრაციის ეფექტიანი მართვა, ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და სტაბილურად მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში - ასე აფასებს ევროკომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით. ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა, დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მიაღწია, მათ შორის, ის რეფორმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, უვიზო მიმოსვლის დიალოგის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები.

ანგარიშში აღნიშნულია ევროკავშირის სამართლებრივ რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოების პროცესში წინსვლის შესახებ, საუბარია საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან.

ვენეციის კომისიის კვალდაკვალ, ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს საკონსტიტუციო რეფორმას. ხაზგასმით არის გამოყოფილი ისეთი მიღწევები, როგორიცაა: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დასრულება; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება; პროკურატურის სტრატეგიის, ეთიკის კოდექსისა და შეფასების სისტემის შემოღება; მიგრაციის მართვის სფეროში განხორციელებული სიახლეები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს წარმატებას და სტაბილურად მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, კმაყოფილებით არის აღნიშნული, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს",- ნათქვამია განცახდებაში.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები