კალაძე: ბოლოს იმას კი არ იტყვიან, ეს მერიამ და კალაძემ გააკეთაო, ვიტყვით - ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთო

კალაძე: ბოლოს იმას კი არ იტყვიან, ეს მერიამ და კალაძემ გააკეთაო, ვიტყვით - ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთო
10 / 11 / 2017 19:49

"სადაც ვიყავი - ეს იყო სპორტი თუ ენერგეტიკა, საარჩევნო კამპანიის დროსაც კი, არასდროს დამიყენებია წინ საკუთარი „მე”, ყოველთვის ვამბობდი „ჩვენ“, - ამის შესახებ თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი უნდა შეიცვალოს და თბილისის განვითარება საზოგადოების საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს. „მინდა, გარკვეული სტერეოტიპები შევცვალოთ. არსებობს განწყობა - აი, ჩვენ ავირჩიეთ და ისინი გააკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმაში, რომ ის პროექტები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დასახელებული, ის პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისისა და თბილისელებისთვის აქტუალურია, მოგვარდეს.

ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ჩვენ, ჩვენი გუნდით მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც დღეს დედაქალაქს აწუხებს. მინდა ვთხოვო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რომ ისინი ქალაქის წინსვლასა და განვითარებაში აქტიურად იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის ახლადარჩეული მერის განცხადებით, მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, თუ რომელი პროექტი უნდა იყოს მათთვის პრიორიტეტული.

"ამის პლატფორმებს ჩვენ შევქმნით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ მათი ჩართულობა იყოს შესაძლებელი სხვადასხვა მიმართულებით. თუნდაც, კონტროლი, თუნდაც პროექტების განხორციელება - მათ გადაწყვიტონ საკუთარ უბანში რომელი კონკრეტული პროექტი უნდა იყოს პრიორიტეტული და რომელი უნდა განხორციელდეს პირველი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომით თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ბოლოს იმას კი არ იტყვიან, რომ ეს მერიამ და კალაძემ გააკეთა, არამედ ვიტყვით - ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება