ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა პარლამენტის ფუნქციები გავაძლიეროთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა პარლამენტის ფუნქციები გავაძლიეროთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კბახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანაა, პარლამენტის ფუნქციები გააძლიეროს.

"პარლამენტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ მემკვიდრეობით სუსტი პარლამენტი მივიღეთ. ტრადიციულად, მთელი 25 წლის განმავლობაში პარლამენტი საკმაოდ სუსტი იყო, რასაც განაპირობებდა ზუსტად ის ხარვეზები, რაც მმართველობის სისტემაში იყო ჩამოყალიბებული.

პარლამენტს 2 ძირითადი ფუნქცია აქვს - კანონშემოქმედება და ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა კონსტიტუციური ორგანოების.

ჩვენი ამოცანაა, ორივე მიმართულებით პარლამენტის ფუნქციები და რესურსები გავაძლიეროთ.

თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, გავაძლიეროთ პარლამენტი ინსტიტუციურად და შესაბამისად უზრუნველვყოთ საპარლამენტო ფუნქციების უკეთ განხორციელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები