თბილისის მერია: საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალი მერი საქმიანობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

თბილისის მერია: საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალი მერი საქმიანობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

''საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტასგულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება. '', - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები